:)
Wednesday, April 13, 2011
ვაშლი
ვაშლი ერთ-ერთი უძველესი ხეხილოვანი მცენარეა, კულტივირებულია დაახლოებით 4 ათასი წლის წინათ. წარმოიშვა ცენტრალური აზიიდან, სადაც აღმოაჩინა ალექსანდრე დიდმა და შემდეგ მაკედონიაში წამოუღია.
თავად სტივ ჯობსიც ხომ "დამპალი ვაშლის" გამყიდველი იყო,რომელიც გარაჟში აწყობდა დაშლილ კომპიუტერებს, რამაც შემდეგ Apple-ს შექმნისკენ უბიძგა და დღეს იმ ადამიანების სიაშია, რომლებმაც მსოფლიო შეცვალეს:) და მოგეხსენებათ რამხელა როლი ითამაშა ვაშლმა ადამ და ევას ცხოვრებაში.
და რატომ მაინცდამაინც ვაშლი???–სიმართლე რომ ვთქვა დიდად არ მიყვარს, მაგრამ უნდა მიყვარდეს იმდენი სასარგებლო თვისებებით გამოირჩევა, ვეცდები მიღების დოზა გავაორმაგო:)
1."ყოველ დღე ერთი ვაშლი–ექიმთან ვიზიტის ეკონომია"–ამბობენ ინგისელები
2.თურმე ვაშლის თესლი შეიცავს დიდი რაოდენობით იოდს და ყოველ დღე რამოდენიმე მარცვალი რომ მივირთვათ გარანტირებული გვაქვს ორგანიზმში იოდის დეფიციტის ნაკლებობა:)
3.ან თუ თავი დაანებეთ სიგარეტის მოწევას, რეკომენდირებულია ყოველდღე 1–2 ვაშლი მაინც. აქედან გამომდინარე არ მომიწევს ამ ე.წ "დიეტის" დაცვა, თავი კი არ დავენებე საბედნიეროდ არ ვეწევი:))
4.შეიცავს A, B1, B2, B3, B5, B6, B9, C ვიტამინებს, ვაშლის და ლიმნის მჟავებს, პექტინს, შაქარს, ცილოვან ნივთიერებებს, წყალს და სხვა.
5.ვაშლი აუმჯობესებს ფილტვების მუშაობას და ამცირებს ქოშინს–ამ დასკვნამდე მივიდნენ ბრიტანელი მეცნიერები
6.ერთ–ერთი საუკეთესო და სასარგებლო ხილი, რომელიც დაგეხმარებათ წონის დაკლებაში
7.მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ქალები, რომლებიც დიდი რაოდენობით ვაშლს ჭამენ ინსულტისა და ინფრაქტისაგან არ ავადდებიან
8.მეცნიერებმა წითელი ვაშლის გენეტიკური კოდის გაშიფრვისას აღმოაჩინეს, რომ ვინც ჭამს ვაშლს არ ემუქრება კიბო, შაქრის დიაბეტი და გულსისხლძარღვთა დაავადებები
9.ანტიოქსიდანტების წყალობით, რომელიც ვაშლის კანშია მოთავსებული ვაშლი არ დაუშვებს მამაკაცებში პროსტატის კიბოს და მანდილოსნებში მკერდის კიბოს გაჩენას
10.დედა, რომელიც ორსულობის დროს ჭამს ვაშლს, მისი შვილი არასდროს არ დაავადდება ასთმით
11. ვაშლი სასარგებლოა მათთვის ვისაც მაღალი წნევა აწუხებს,ვინაიდან ორგანიზმიდან ზედმეტი სითხე და მარილები გამოაქვს
12.დაააა......... ვაშლი რაც მთავარია ახალგრძლივებს სიცოცხლეს
ვერ მოვისვენებ ყველა ამ სასარგებლო თვისებასთან ერთად 1–2 სიტყვა რომ არ ვთქვა დიდ ვაშლზე:) ეს არაა წონით დიდი ვაშლი, არააა.... ეს არის "Big Apple"-ნიუ–იორკის მეტსახელი ან ტოპონიმი. ეს სახელი პირველად პოპულარიზებული იყო ჯონ ფიც ჯერალდის მიერ, ამჟამად იმ ადგილს, სადაც ჯონ ფიც ჯერალდი ცხოვრობდა "დიდი ვაშლის კუთხეს" უწოდებენ.
"დიდი ვაშლი. ყველა ვაჟკაცის ოცნება, რომელსაც კი ოდესმე ფეხი გადაუსვრია ჯიშიან ცხენზე, და ყველა ცხენოსნის მიზანი. არსებობს მხოლოდ ერთი დიდი ვაშლი. ეს ნიუ-იორკია..."
Tuesday, April 12, 2011
მივიწყებული ბლოგი
აჰა, კეთილი იყოს ჩემი მობრძანება ბლოგზე (ფეხის შემოდგმა–შემოჭყიტინება) :) ისე დიდი ხანია ეს ბლოგი არსებობს, მაგრამ აი ასე უპატრონოდ, მივატოვე და დღეს რაღაც მომენატრასავით;) და მაინც ეს ყველაფერი ჩემი ლექტორის დამსახურებაა, ერთი სემესტრი უშედეგოდ არ ჩაუვლია მის ლექციებს–თუ რა სარგებლობა მოაქვს ბლოგს! მართალია მას შემდგე 1 წელზე მეტი გავიდა მაგრამ "სჯობს გვიან ვიდრე არასდროსო" ხო გაგიგიათ:D და დღეს მომაწვა ჩემი ბლოგის ნოსტალგია. შევეცდები ავინაზღაურო დაკარგული წლები,თვეები, დღეები და ეჰ, საათებიც კი;( არაუშავს, იმედი მაქვს ყველაფერი ისე იქნება როგორც მე მინდა, ნუ ყოველ შემთხვევაში იმედი მაქვს და მთავარი ეგ არის:)))
Subscribe to:
Posts (Atom)